შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ეჭვმიტანილი შალვა ლილუაშვილი. ეჭვმიტანილმა სანადირო თოფით წინასწარი განზრახვით მოკლა შოთა რამინაშვილი. რის შემდგომაც გარდაცვლილს მოკვეთა მარცხენა კიდური, რადგან გარდაცვლილს სიცოცხლეში ფეხი დაუზიანდა და ქირურგიული ჩარევის შედეგად ჩადგმული ქონდა ძვირფასი ლითონი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ქუთაისში სოლომონ პირველის ქუჩა #40-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, აღმოჩენილ იქნა 1975 წელს დაბადებული შოთა რამინაშვილის გვამი, რომელსაც აღენიშნებოდა ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები და მოკვეთილი ქონდა მარცხენა ქვედა კიდური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.