ქუთაისში, სოლომონ 1-ელის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში პოლიციამ 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა. დაღუპილს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული - გადატეხილი აქვს ხერხემალი და მოჭრილი აქვს მარჯვენა ფეხი.
წინასწარი ინფორმაცით, მოკლულს მარჯვენა კიდურში პლატინა ჰქონდა ჩადგმული და სწორედ ძვირფასი ლითონის ამოღების გამო მოკლეს.
სამართალდამცავებმა ბაღდათში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.