ხვალ, 6 მარტს, 09:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სამართალწარმოების ენას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში პროკურატურის მუშაკტა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 624-მა მსურველმა შემოიტანა.
გამოცდა ჩატარდება ტესტური მეთოდით, ერთ ტურად.
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები