პასპორტების, პირადობის მოწმობების გასაცემად, 9 მარტიდან, მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გადაღებული ფოტოსურათები მიიღება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პრესსამსახურმა აცნობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქებმა, რომელთაც პასპორტების, პირადობის მოწმობების მიღება სურთ, უნდა წარმოადგინონ, მხოლოდ IჩAO (Iნტერნატიონალ ჩივილ Aვიატიონ Oრგანიზატიონ) სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათი, რომლის გადაღებაც უკვე სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურშია შესაძლებელი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით, პასპორტის ან პირადობის მოწმობისათვის საჭირო სურათს მოქალაქე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში დამონტაჟებულ სპეციალურ ფოტოჯიხურში გადაიღებს. აღნიშნული ჯიხური ამოწმებს ფოტოსურათის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის შემდეგ ფოტო მყისიერად მოხვდება სააგენტოს ცენტრალურ სერვერზე და ავტომატურად მიებმება შესაბამის განაცხადს.
როგორც ცნობილია, დღემდე სამოქალაქო რეესტრის ოფისში მისულ მოქალაქეს დამატებით უწევდა ფოტოსალონებში გასვლა, ფოტოს გადაღება და ჩD დისკზე ჩაწერა. 9 მარტიდან კი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებული ფოტოჯიხურების საშუალებით მოქალაქე ოფისიდან გაუსვლელად თავად გადაიღებს ფოტოსურათს.