კერძო სახლის მშენებარე ნაწილის ნგრევის შედეგად ნანგრევებში ოჯახის უფროსი მოყვა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, მარაბდის ქუჩაზე მოხდა. 58 წლის დავით მაზღარაშვილი საკუთარი სახლის ბეტონის კედლის შეკეთებას ცდილობდა, როცა ის ჩამოინგრა და მაზღარაშვილი სინკარებში მოიყოლა.
დაშავებულის ნანგრევებიდან ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 15 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.
ამ დროისთვის მაზღარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება