იმ პირებს რომლებიც წინაასაარჩევნო პროცესში რეგისტრაციის ადგილს შეიცვლიან გარკვეული საარჩევნო შეზღუდვები დაუწესდებათ.
ამის შესახებ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შედის. საკითხზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დღეს იმსჯელებენ. დღესვე მესამე მოსმენით განიხილავენ დეპუტატები კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც კოდექსში არჩევნების ჩატარების თარიღის დაზუსტებას გულისხმობს.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ამ საკითხს საპარლამენტი სესიაზე დაამტკიცებენ. ამის შემდეგ კი 30 მაისი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი საარჩევნო კოდექსში ჩაიწერება.
"იმ პიროვნებებს რომლებიც რეგისტრაციის ადგილს შეიცვლიან ამ პერიოდში ექნებათ უფლება პასიური საარჩევნო ხმის უფლება გამოიყენონ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად შეეძლებათ იყვნენ კანდიდატები, მაგრამ არ შეეძლებათ ხმა მისცენ ადგილობრივ არჩევნებში მათთვის სასურველ კანდიდატს ან პარტიას", _ აცხადებს დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.