პრეზიდენტის «სპიჩი» გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასსამბლეაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, დიპლომატიურად უპრეცედენტო აღმოჩნდა. ეს მიხეილ სააკაშვილის ბოლო სიტყვა იყო მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან და გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ ოპოზიციაში გადასვლის წინ, მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი პროექტის კვინტესენცია გამოაქვეყნა.
მაგრამ დიპლომატიაში ძალიან იშვიათია, როდესაც ქვეყნის ლიდერი მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტზე ამბობს «დაიხსომეთ ჩემი სიტყვები, ის სულ რამდენიმე წელიწადში წავა ხელისუფლებიდანო». ასეთი რამ მიღებული არ არის, რადგან ჯერ ერთი ამგვარი პროგნოზი მეტისმეტად სარისკოა (რომ არ გამართლდეს?), გარდა ამისა, რუსეთს არათუ დიდი ხანია, არამედ არავინ არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ ელაპარაკებოდა და არ ელაპარაკება ამგვარი ტონით და «უორდინგით». მათ შორის არც ის ქვეყნები, რომლებიც სააკაშვილმა ჩამოთვალა, როგორც ბოლოდროინდელი რუსული აგრესიის მსხვერპლნი: უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი . . . . თავისთავად ეს ჯერ კიდევ არ ქმნის საფუძველს უარყოფითი შეფასებისთვის, მთავარია, ლიდერის პასიონარულობა მსოფლიო პოლიტიკის «მეინსტრიმში» თავსდებოდეს, ესე იგი გლობალურ პროცესთა ქარი უბერავდეს ზურგსა და იალქნებში.
მაგრამ რომ «უბერავს» თვითონ და არ უბერავს ეს ქარი, რა ვქნათ?
უკრაინის უბედურებასა და რუსეთის სასტიკ ზეწოლაზე თვით უკრაინა რატომ არ ლაპარაკობს გაეროს ტრიბუნიდან? არადა, ფაქტია, არ ლაპარაკობს! ჩვენ მის ნაცვლად რატომ უნდა ვილაპარაკოთ და მისი სათქმელი ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ?
როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძეს ჯერ კიდევ სააკაშვილის გამოსვლამდე ჰკითხეს, წაიკითხა თუ არა მან პრეზიდენტის სიტყვა, ქალბატონმა მაიამ აშკარა სევდით უპასუხა, რომ წაიკითხა, მაგრამ გამოსვლამდე კომენტარს არ გააკეთებს. საეჭვოა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ასეთი «სპიჩით» წარმდგარიყო მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, თუმცა უბედურება ისაა, რომ მან და მისმა გუნდმა იციან, რა არ შეიძლება, ოღონდ თავად რა უნდათ, ეს არ იციან და ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ.
ამიტომაც მიდის ივანიშვილი, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს. სააკაშვილი კი, ასეთ საწყალობელ ფონზე. გამოიყურება როგორც ლიდერი, რომელმაც იცის მაინც რა უნდა. სიგიჟეა თუ არა. ან არადიპლომატიურია თუ არა - სხვა საკითხია. მაგრამ თუ «გიჟია და ბოდავს», მაშინ შენ შენი «ჭკვიანური», «გონივრული» და «რეალისტური» პროექტი ხომ უნდა დაუპირისპირო? რაკი ვერ უპირისპირებ და არც გაგაჩნია რაიმე ალტერნატიული პროექტი, მაშინ მისი გამოსვლა ჟღერს, როგორც ქვეყნისა და ერის უალტერნატივო პოზიცია, რაც უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს:
2008 წლის აგვისტოში საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთთან მარადი ომი არ უნდოდა და არ უნდა. ამის არც განწყობა აქვს და არც ილაჯი. თუ ვინმეს ჰგონია, მსოფლიოში გამოეპარათ, როგორ უცხობდნენ ხაშურსა და ზუგდიდში ხაჭაპურებს რუს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, ან როგორ სჭირდებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისიდან დარეკვა. რათა რუსულ «ბლოკპოსტებთან» მცირერიცხოვანი მშვიდობიანი აქციები მაინც გამართულიყო, როგორ ასრულებდნენ გუბერნატორები რუსი გენერლების მძღოლთა ფუნქციას და როგორ აცილებდა რუსულ ტანკებს ფოთამდე ქართული საპატრულო პოლიცია, ან რა სამარცხვინოდ დაყარა მეორე ბრიგადამ კოდორის ხეობაში ამერიკული M4-ები - ძალიან ცდება.
ამ ფონზე კი, რაც არ უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან, რა ორატორული ნიჭიც არ უნდა გამოამჟღავნოს, იგი მაინც იმ ქვეყნის პრეზიდენტია მთელი მსოფლიოს თვალში, რომელმაც, გადამწყვეტ მომენტში მსხვერპლისათვის მზადყოფნა, რეალური წინაააღმდეგობის უნარი და ნება ვერ (არ) გამოავლინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც სააკაშვილის სიტყვამ გაიჟერა: წლევანდელ გენერალურ ასსამბლეაზე არათუ საქართველოს ოკუპაცია, არამედ ევრაზიული კავშირის იდეა და მეზობელ ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლა არც მეორე და არც მეათეხარისხოვანი საკითხი არ ყოფილა. რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს პუტინის მიერ ინიციირებული პროცესი, ეს მაინც გლობალური ინტერესის პერიფერიაა. ვინც ამ დასკვნას არ ეთანხმება, ამიხსნას: რატომ არ ისაუბრა ამ თემაზე თავის გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტმა (ხაზს ვუსვამ: არათუ მოკავშირე საქართველოს ოკუპაციაზე, რომლის პრეზიდენტს სადღაც დერეფენში ჩამოართვა ხელი, არამედ რუსეთის პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ). რატომ არ ახსენა ეს თემა რომელიმე სხვა დასავლელმა ლიდერმა?
არ აინეტრესებთ, რადგან არ გააჩნიათ რეალური ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისათვის და არც სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ ამ «ევრაზიულ კავშირს», რომელიც ისტორიული ტრადიციის გაგრძლებაა მხოლოდ და არა რაიმე ახალი, მათთვის სახიფათო იდეა.
პოლიტიკის ოქროს კანონია, რომ როცა ვერაფერს ამბობ, სჯობს საერთოდ გაჩუმდე. აი, რაც აინეტრესებთ და რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, იმაზე იცოცხლე, ბევრს ლაპარაკობენ: სირია, ირანი, ისრაელი და ა.შ. რუსეთი განიხილება ამ პრობლემების კონტექსტში, ჩვენ კი გვინდა, იგი საქართველოს ოკუპაციის ან თუნდაც «ევრაზიული იმპერიის» შექმნის კონტექსტში განიხილებოდეს. დავაკვირდეთ სააკაშვილის აქცენტებსა და ძირითად მესიჯებს:. ისინი «ფაზლის» სიზუსტით თავსდება მის ტრადიციულ კოორდინატთა სისტემაში, რომლის «ტეგებია»: «მოსკოვი», «ევროპა», «გათავისუფლება», «დამოუკიდებლობა», «იმპერიის უარყოფა», «ევროკავშირი», «ბერლინის კედელი», «პუტინის დიქტატურა», «კომუნიზმი», «ნაციონალიზმი», «კრემლი» და ა.შ.
მაგრამ გაეროს ტრიბუნიდან გამომსვლელნი (მათ შორის დასავლელი ლიდერები) თანამედოვე გლობალურ დისკურსს უკვე სულ სხვა კოორდინატთა სისტემაში განიხილავენ: «სირია», «ირანი», «ბირთვული საფრთხე», «ტერორიზმის საფრთხე», «ქიმიური იარაღი» და «მასობრივი განადგურების საშუალებათა გავრცელების საფრთხე», «ეკონომიკური კრიზისი», «ეკოლოგია» და სხვა.
გლობალური დისკურსის ნაწილი აღარ არის ნაციონალიზმი და კომუნიზმი, აღარ არის მოსკოვის საფრთხე (გარდა უშუალოდ იმ ქვეყნებისა, ვისაც ეს საფრთხე რეალურად ემუქრება და ისინიც კი ვერ ბედავენ ამგვარი «უორდინგით» გამოსვლას), აღარ არის იმპერიალიზმი და ჩვენს გარდა არავინ უწოდებს რუსეთს «21-ე საუკუნის უკანასკნელ იმპერიას».
აღარ არის და რა ვქნათ? ვახალოთ კედელს თავი?
შენ გინდა თუ არა, მოგწონს თუ არა, გტკივა თუ არა, მსოფლიო (უფრო ზუსტად კი მთავარი გლობალური მოთამაშეები) მაინც გაიძულებს მიიღო მისი პრიორიტეტები, მისი «დღის წესრიგი» და შესაბამისი დიპლომატიური «უორდინგიც!» ბუშის ადმინისტრაციას ძალიან მოსწონდა ქართული რეფორმაცია. ჩვენს ახალგაზრდა რეფორმატორებსაც უხაროდათ, რომ «მოსკოვის მიუხედავად» ზესახელმწიფოს ლიდერმა თბილისში ჩამოსვლა გაადწყვიტა, მაგრამ ბუშის სპიჩი თავისუფლების მოედანზე ცივი შხაპი აღმოჩნდა, რადგან თუ იმ სიტყვას თუნდაც თვალს გადავავლებთ, სავსებით აშკარაა: ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს მართლა განიხილავდა დემოკრატიული რეფორმირებისა და კრეატიული მოდერნიზაციის მაგალითად, ოღონდ არა პოსტსაბჭოური სივრცისთვის (ანუ მიშასეულ «კოორდინატთა სისტემაში»), არამედ «დიდი ახლო აღმოსავლეთისათვის» და იქ მომწიფებული «არაბული გაზაფხულისთვის».
ამგვარი ცდომილება ქვეყნისთვის მორიგი საშინელი ტრაგედიით რომ არ დასრულდეს, მას უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც რევოლუციურ რომანტიზმს და «ქარის წისქვილებთან» ბრძოლას არა უბრალოდ პრაგმატიზმს, არამედ ალტერნატიულ პროექტს დაუპირისპირებს. საქმეც სწორედ ისაა, რომ დღევანდელ ქართულ ელიტას ამგვარი პროექტი არ გააჩნია, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის წასვლისა და იმ გარდაუვალი დომხალის ფონზე, რაც ამის შედეგად ქვეყანაში გამეფდება, მიშას «სპიჩი» გაეროში შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს მისი ბოლო სიტყვა პოლიტიკაში, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს უბედურება - უკანასკნელი კატასტროფა საქართველოს მრავლისმნახველ და ბედკრულ ისტორიაში.

"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე
ავტორი: . .