საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი 12 მარტისთვის გადაიდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დღევანდელი პროცესი, რომელზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა მიმდინარეობდა, ცოტნე გამსახურდიას შეუძლოდგახდომის გამო გადაიდო.
"ცოტნე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლემ სხდომის 12 მარტისთვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილობდა და თავს სუსტად გრძნობს", - განაცხადა ბექაურმა.
მისივე განმარტებით, დღევანდელ პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საქმეში აქამდე გაუხმაურებელ დეტალებზე ისაუბრა, კერძოდ განმარტა, რომ მისი დაპატიმრება ვერის სასაფლაოზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გასული წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.
მას რამდენიმე ბრალდებისთვის ასამართლებენ. გამსახურდია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რის გამოც უკვე რამდენიმე თვეა პერმანენტულად შიმშილობს. ამ დროისთვის ის შიმშილობის აქციას პატრიარქის თხოვნით აღარ მიმართავს.