საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, ცოტნე გამსახურდიამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
"ცოტნე უკვე რამდენიმე დღეა აღარ შიმშილობს. ის გასულ კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოინახულა და შიმშილობის შეწყვეტა სწორედ მან სთხოვა", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" და აქვე განმარტა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გასული წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.
მას რამდენიმე ბრალდებისთვის ასამართლებენ.