ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მას უფლებას არ აძლევენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შევხდეს. მისი თქმით აღნიშნული აკრძალვა უკანონოა და ყველას აქვს უფლება გარკვეული ლიმიტის დაცვით ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდნენ.
„სხვა მხრივ ხელისუფლება ცივ ნიავს არ მაკარებს, შემწვარისა და მოხრაკულის ჭამას ვერიდები მაინც, მირჩევნია ჯანსაღი ცოხვრების წესით ვიცხოვრო", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ცვნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაც იმყოფება.