"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში პარტიის აქტვისტები ჩავიდნენ. სასამართლოს შენობასთან შეკრებილი აქტივისტები აცხადებენ, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ხელისუფლება საპყრობილეში მხოლოდ იმ პირებს სვამს ვინც მათთვის არასასურველია.
„ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შერჩევითი სამართალი დამკვიდრდა, ვინც პრემიერს სურს იმას აკავებენ, ეს ყველაფერი დასაგმობი და გასაპროტესტებელია", - ამბობს ირაკლი გოცირიძე.
ცნობისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად რამდენიმე ასეული მხარდამჭერია მოსული.