წუხელ, გვიან ღამით, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია ტყიბულში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე უკვე ჩავიდნენ მაღაროს კუთვნილი კომპანიის "საქნახშირის" ხელმძღვანელობა და იმერეთის გუბერნატორი.
როგორც ლაშა მაქაცარიაც აცხადებს, ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული, დაშავებულს კი, ქუთაისის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გუბერნატორის განმარტებითვე, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.