რესპოდენტის შესახებ
სოლომონ პავლიაშვილი: _ იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიისა თუ სხვა განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო მართვაში გადამწყვეტ როლს სწორედ სახელმწიფო ჰოლდინგები ას¬რულებენ, გარდამავალი ეკო¬ნომიკის ქვეყნებში (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, აღმოსავლეთ გერმანია და სხვა) _ სპეციალიზებული სააგენტოები, ან ფონდები, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში კი, _ სამინისტროები.
_ იმის თქმა გინდათ, რომ სამინისტრო მართვის მოძველებული ფორმაა?
_ კი, ასეა, სახელმწიფო ჰოლდინგს უფრო ბევრი დადებითი აქვს.
_ სახელდობრ?
_ ასეთ ჰოლდინგში სახელმწიფო, როგორც წესი, საკუთრებას 100 და 51%-ს, ანუ საკონტროლო პაკეტს ფლობს. სახელმწიფო ჰოლდინგში ისეთი ჰოლდინგური კომპანიები შედიან, რომლებიც თავის მხრივ იურიდიულად დამოუკიდებელ საწარ¬მოებს ფლობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰოლდინგი ხასიათდება დივერსიფიკაციითა და მრავალდარგოვნობით.
_ ანუ, სახელმწიფო ჰოლდინგში ნებისმიერი მიმართულების საწარმოს გაერთიანება შეიძლება?
_ რა თქმა უნდა. ასეთ ჰოლდინგში შეიძლება, გაერთიანდნენ ბანკები, მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა თუ მომსახურების სფეროს საწარმოები. დიდ ქვეყნებში მსხვილი სათაო ჰოლდინგური კომპანიები 100-130 საწარმოს განაგებენ. ჰოლდინგები და საწარმოები, როგორც იურიდიული პირები თვითდაფინანსების პრინციპზე, ანუ დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, მაგრამ მოგების ნაწილს ბიუჯეტსა და სათაო ჰოლდინგს წილების შესაბამისად ურიცხავენ. მაგალითად, იტალიაში, ასეთი ჰოლდინგიდან ბიუჯეტში მოგების 65% ირიცხება, 35% კი, სათაო ჰოლდინგს რჩება. ჰოლდინგური მართვის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი, სახ¬ელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებიდან (ფონდები, კომპანიები, მუნიციპალიტეტები) ფინანსდება, ამასთან, შეუძლია, ბანკებსა და ინსტიტუციური ინვესტორებიდან კრედიტები აიღოს, გამოუშვას საკუთარი აქციები და ობლიგაციები. ასეთ დროს სახელმწიფო მხოლოდ არაპირდაპირ კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საწარმოებზე. ჰოლდინგი და მასში შემავალი საწარმოები, როგორც წესი, სააქციო საზოგადოებებია და, შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში, კერძო სექტორის საწარმოების ანალოგი¬ურად საქმიანობენ.
სათაო, იგივე სახელმწიფო ჰოლდინგი აკონტროლებს და წარმართავს ჰოლდინგე¬ბისა და საწარმოების საქმიანობას არა ადმინისტრაციული მეთოდებით, არამედ, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად. სათაო ჰოლდინგი ამტკიცებს განვითარების სტრატეგიულ, საწარმოო და ფინანსურ გეგმებს...
მოკლედ, ჰოლდინგური ორგანიზაცია, ერთის მხრივ, უზრუნველყ¬ოფს საბიუჯეტო შემოსავლებს, მეორეს მხრივ კი, _ სახელმწიფო საწარ¬მოების ფუნქციონირებასა და განვითარებას კონკურენტულ საბაზრო გარემოში, რაც მათ აიძულებს, მუდმივად იზრუნონ წარმოების სრულყოფასა და მომგებიანობაზე.
_ სახელმწიფო ჰოლდინგის მთავარი უარყოფითი თავისებურება რა არის?
_ რადგან დამოუკიდებლად და კონკურენტულ გარე¬მოში ფუნქციონირებს, სახელმწიფო ჰოლდინგს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც მოცემულ მო¬მენტში შეიძლება, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. მა¬გალითად, რეგიონთაშორისი წყალსადენის მშენებლობის ნაცვლად, ინვესტიციები შეიძლება, რომელიმე მომგებიანი ბიზნესის განვი¬თარებაში დააბანდოს. ამიტომ, სახელმწიფო ჰოლდინგის საქმიანობის კოორდინაცია აუცილებელია, თუმცა მის საქმიანობაზე სტრატეგიულ კონტროლს სახელმწიფო ქონების მართვის უწყება უნდა ახორციელებდეს, ანუ აკონტროლებდეს ჰოლდინგის მიერ საბიუჯეტო, ფინანსური და სტრატეგიული განვითარების გეგმების შესრულებას.
ქონების მართვის სააგენტო იურიდიული პირია, ანუ ფინანსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ჰოლდინგივით, სააქციო საზოგადოება არაა. აქედან გამომდი¬ნარე, სახელმ¬წიფო საწარმოებში წილს, ან აქციებს სახელმწიფოს სახელით ფლობს, შესაბამისად, შეუძლია ტექნოლოგიური და ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია, ინ¬ვესტიციების განხორციელება და, ბაზართან ადაპტაციის მიზნით, ვალების შემცირება და ფინანსური გაჯან¬საღება. ამასთან, სააგენტო, როგორც კომერციული კომპანია, მოგების პრინციპებზე მოქმედებს და ახორციელებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სა¬წარმოთა რესტრუქტურიზაციასა და იმ კომპანიების გაჯანსაღებას, რო¬მელთა აქციონერი (მფლობელი) არის სააგენტო და რომლებზეც სესხებს გასცემს.
მართალია, სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობა ჰოლდინგისას ძალიან ჰგავს, მაგრამ მაინც მოუქნელი ფორმაა.
_ რატომ?
_ ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სააგენტოს რაოდენობა შეზღუდულია _ სხვადასხვა სფეროში, შეიძლება, სულ ორი-სამი იყოს. მეორეც, საა¬გენტო სააქციო საზოგადოება არაა, რის გამოც მისი საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის შესაძლებლობა შეზღუდულია, ანუ სააგენტოს არ შეუძლია, თვითონ მოიძიოს დამატებითი ფინანსური სახსრები აქციე¬ბისა და ობლიგაციების გამოშვებით. თანამედროვე პირობებში კი, დაფინანსების ამ წყაროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, ამის უფლება ცალკეულ საწარმოებს, სააგენტოში შესულ საზოგადოე¬ბებს აქვთ, მაგრამ ისინი არ არიან მაღალი ნდობის საწარმოები და ფინანსურ ბაზრებზე მათი მონაწილეობა შეზღუდულია.
_ ბატონო სოლომონ, სახელმწიფო ქონების დარგობრივი სამინისტროს საფუძველზე მართვას ეფექტი არ აქვს?
_ რა თქმა უნდა, არა, გამონაკლის შემთხვევაში, ეფექტი მხოლოდ მაშინ აქვს, თუკი სამინისტროს, მაღალი მენეჯმენტის შემთხვევაში, შეუძლია, აქტიურად და ეფექტიანად განახორციელოს ქვეყნის ინტერე¬სები ქონების მართვის სფეროში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელ¬ვადიან პერიოდში. საამისოდ კი, ქონების აქტიური მართვის პოლიტიკის გატარებაა საჭიროა, რაც სახელმწიფო საწარმოების სექტორის მართვის სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციას, რეგულარულ პრივატიზაციასა და სახელმწიფო საწარმოების მდგრად ფინანსურ განვითარებაზე გადასვლას გულისხმობს.
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების დარგობრივი სამინისტროს მიერ მართვის უარყოფით მხარეს, სამინისტროს არ შეუძლია, სახელმწიფო სა¬წარმოების დაფინანსების, ფუნქციონირებისა და განვი¬თარების საკითხები დამოუკიდებლად გადაჭრას, რადგანაც სამინისტრო სახელმწიფო სტრუქტურაა და კომერციული ხასიათის ფუნქციებს, ვთქვათ, დამატე¬ბითი ფინანსური რესურსების მოზიდვას ფინანსური ბაზრებიდან, ვერ შეასრულებს. რაც მთავარია, არაჯანსაღი ინსტიტუციური გა¬რემოს პირობებში, მრავალრიცხოვანი ბიუროკრატიული აპარატის მქონე დარგობრივი სამინისტრო კორუფციისა და კრიმინალური გარიგების დიდ საფრთხეს შეიცავს. ძირითადად, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დარგობრივი სამინისტროების მიერ საწარმოების მართვა არაეფექტურია და, პირდაპირ თუ ირიბად, უფრო კერძო ინტერესებს ემსახურება.
- გამოდის, მისაღებად მიგაჩნით საქართველო ქონების შერეულ მართვაზე გადავიდეს...
-დიახ, აუცილებელია, რომ საქართველო ქონების მართვის შერეულ, კომპლექსურ ორგანიზაციულ სისტემაზე გადავიდეს. ასეთი სისტემა კი, გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების ფუნქციონირებას სააგენტოების, ჰოლდინგების შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად. ასევე, აუცილებელია ეფექტიანი და პრევენციული კონტროლის განხორციელება სახელმწიფო საწარმოების სექტორის საქმიანობაზე, რომელიც არა მხოლოდ სააგენტომ, ან სამინისტრომ, არამედ, პარლამენტმა და მთავრობამაც უნდა განახორციელოს.
საერთოდ, ქონების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, საშინაო და საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სა¬წარმოთა სტრუქტურული გარდაქმნაა. თუ საწარმო პრივატიზაციისთვის არაა განკუთვნილი, მაშინ რესტრუქტურიზაცია შუალედურ ეტაპად ხორ¬ციელდება, რომელიც პრივატიზაციას უსწრებს. სამწუხაროდ, საქართველოში პრივატიზაცია ხშირად რესტრუქტურიზაციამდე ხორ¬ციელდებოდა, რადგან საწარმოთა სტრუქტურული გარდაქმნისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო ინვესტიციები არ იყო. ამიტომ, ამ პროცესს თან ახლდა მასობრივი უმუშევრობა და წარმოების მკვეთრი დაცემა, რამაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გაახანგრძლივა და გაარ¬თულა.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რესტრუქტური¬ზაცია ხშირად არასწორად იყო გაგებული და მასში სა¬წარმოს წვრილ ერთეულებად დანაწევრებას გულისხმობდნენ, რომ¬ელ ერთეულებსაც კოლექტივის წევრები, ან მათი ხელმძღვანელები ეპატრონე¬ბოდნენ. ასეთი დანაწევრება იწვევდა საწარმოო აპარატის დაშლას, მის გაყიდვას ჯართის სახით, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ცალკეულ დარგებში, მათ შორის, მსუბუქ და კვების მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში, საყოფაცხოვრებო მომსახურებაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საწარმოთა რესტრუქტური¬ზაციის მსოფლიოში გამოცდილი მეთოდების თანმიმდევრულად გამო¬ყენება...
საერთოდ, საწარმოთა რესტრუქტურიზაცია მუდმივი დინამიური პროცესია... საქართველოში გატარებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი საწარმოთა რესტრუქტურიზაციის დაგვიანებაა. ჯერ კიდევ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების პროგრამა ითვალისწინებდა საწარმოთა პრივატი¬ზაციისა და რესტრუქტურიზაციის განხორციელებას: საშუალო და მსხვილი საწარმოების პრივატიზებას 40%-მდე 1994 წელს, სახელმწი¬ფოს სანაციური პოლიტიკის განსაზღვრას 1993-1994 წლებში და ა.შ. რეფორმის პირველ ეტაპზე (1996 წლამდე) წინა პლანზე ფინანსური წონასწორობის პრობლემა წამოიწია საწარმოთა რესტრუქტური¬ზაციის მნიშვნელობის შეუფასებლობის ფონზე, მაგრამ მომდევნო პე¬რიოდში საწარმოთა რესტრუქტურიზაციის სერიოზული შეფერხება, დაგვიანება გაუმართლებელი იყო. ამასთან, აუცილებელი იყო, სახელმწიფოს გაეტარებინა ქმედითი ინსტიტუციური და ფინანსური ღონისძიებანი რესტრუქტურიზაციის დროულად განხორციელებისთვის.
პოსტსოციალისტური ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის მართვა მაჩვენე¬ბელთა შემდეგ სისტემას უნდა ემყარებოდეს: 1. რენტაბელობის დონე; 2. დადებითი ოპერაციული ნაკადი, ანუ საწარმოს გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავლებს გამოკლებული წარმოების ფუნქციონირების ღირებულება; 3. ოპერაციული ფულადი ნაკადი, ანუ მისი წილი გაყიდ¬ვების მოცულობის მიმართ; 4. სამუშაო ძალის მწარმოებლურობა, რო¬მელიც განისაზღვრება, როგორც დამატებული ღირებულება, საწარმოო ფუნქციონირების ღირებულების გამოკლებით, ხელფასის გარეშე, გაყ¬ოფილი დახარჯული ადამიან-საათების რაოდენობაზე, ან მუშაკთა საერთო რაოდენობაზე; 5. თითოეული ფაქტორის _ სამუშაო ძალის, მატერიალური რესურსების, კაპიტალის მწარმოებლურობა.
საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ამ მაჩვენებლების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მართვა უნდა ედოს საფუძვლად. ამასთან, პრიორიტეტი უნდა გახდეს საწარმოს კონკურენტუნარიანობის უზრუნვე¬ლყოფა, როგორც შიდა, ასევე მსოფლიო ბაზრებზე.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თორნიკე ლაგვილავა