ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა პირად კონტროლზე აიყვანა და შესაბამის სტრუქტურებს ამ საკითხებში გარკვევა და გაკონტროლება დაავალა.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სამკურნალოდ გაგზავნა და ამ ფაქტების გახშირება „ყოველგვარ საფუძველსაა" მოკლებული.
მისივე თქმით, არსებობს ე.წ. მთავრობის დადგენილება იმის შესახებ, რომ „რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, ეს დახმარება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მიიღონ".
„რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის ერთადერთი დაუბრკოლებელი მიმართულება რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებია", _ აცხადებს თიბილოვი.