გორის რაიონის სოფლებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს რუსმა ჯარისკაცებმა სასმელი წყალი გადაუკეტეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ და ცენტრალური ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.
"სოფელ ბერშუეთში სასმელი წყალი გადაგვიკეტეს ოკუპანტებმა. ვართ უწყლოდ ამ გვალვაში.სარწყავი წყალი, ხომ დიდი ხანია არ გვაქვს. მოწეული მოსავალი ჩაგვიხმა სულ. სოფელი ისედაც ომის შემდეგ დაიცალა. გაისად ალბათ აღარავინ დავრჩებით. უფალმაც მიგვატოვა და მთავრობამაც", - აცხადებს სოფელ ბერშუეთის მკვიდრი მაია მერაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღესვე სოფელ დიცში მავთულხლართებით შეირაღებული რუსი ჯარისკაცები ისევ გამოჩნდნენ. მათ დიცის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ღობეების საყრდენი ძელების ინსტალაცია დაიწყეს. სოფელ დიცში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებულები, ადგილობრივების თქმით მონიშვნებით, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა გააკეთეს აშკარაა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა: სოფლის სასაფლაო, ბაღები და სახლების ერთი ნაწილი მოექცევა.
მასალის გამოყენების პირობები