ცხინვალის რეგიონში, სოფელ დიცთან სასაფლაოების ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს.
საოკუპაციო ზოლის გამაგრების სამუშაოები ოკუპანტებმა დღეს დილით განაახლეს. ადგილზე ექვსი რუსი სამხედრო და სპეცტექნიკაა მობილიზებული.
რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტების გამოჩენისთანავე სამუშაოები შეწყვიტეს და ავტომანქანებში დაიმალნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა მომხდართან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.