ცხინვალის რეგიონში მოქმედ ე.წ. სასამართლოში ამჟამად ოთხი საქმეა გადაგზავნილი. მათ შოროს ერთი - საქართველოს, ხოლო სამი - რუსეთის მოქალაქეებს ეხება. დაკავებულებს ბრალად ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო საზღვის" უკანონო გადაკვეთა ედებათ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „ამ სისხლის სამართლის საქმეების მასალები უახლოეს მომავალში სასამართლოს გადაეგზავნება", - იუწყებიან სეპარატისტები და აღნიშნავენ რომ ამჟამად ცხინვალის ციხეში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ერთი ქართველი იხდის სასჯელს.