ოსმა სეპარატისტებმა მათი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის დაკავებული ქართველი როსტომ სალამაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან მათთვის ჩვეული „გამოძევების" მეთოდით გათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქე როსტომ სალამაშვილი, რომელიც 6 ივლისს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისათვის დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 ათასი რუსული რიბლით დააჯარიმეს და რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს. ის საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს", _ იუწყებიან სეპარატისტები.