„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რუსეთის სურვილში ჩვენს რესპუბლიკას მრავალმხრივი დახმარება გაუწიოს", _ განცხადება ამის შესაცებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელ ალექსანდრე ხლოპონინთან და მის თანმხლებ რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ხლოპონინმა და ანქვაბმა 2013-2015 წწ. აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი შეათანხმეს. შეხვედრის შედეგად კი სეპარატისტთა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა საკითხი, რომელიც შეხვედრისას განიხილეს „აფხაზეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას დიდ სარგებელს მოუტანს".