რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კუბანის მიტროპოლიამ ახალი ათონის მონასტერში მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე დასწრება აურკრძალა. მონასტრის ხელმძღვანელობას ის მწვალებლურს უწოდებს. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას კუბანის მიტროპოლია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაიკოპისა და ადიღეს ეკუსკოპოსმა ტიხონმა ჯერ კიდევ 2011 წელს იეროდიაკვნებს დოროფეი დბარსა და ანდრეი ამპარს აუკრძალა ღვთისმსახურება „თვითნებური მწვალებლური მოქმედებებისა და დაუმორჩილებლობისთვის თავისი კანონიკური საწყისის მიმართ".
მიტროპოლიის მონაცემებით, ახლახანს მათ თავის სახელზე დაარეგისტრირეს ორგანიზაცია სახელწოდებით „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომელიც აკონტროლებს კიდეც ამ ტაძარს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აზით -ეს ორგანიზაციაც მწვალებლობაა.
მიტროპოლია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი ათონის ტაძარი რუსეთის იმპერატორის ოჯახის წევრების პირადი სახსრებით არის აგებული და შემდეგ კი აღდგენილია რუსეთის მხრიდან დაწეული დახმარების ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალიან სავალალოა ის, რომ „ამჟამად მონასტერში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს ლოცვა არ შეუძლია".
შეგახსენებთ, რომ ახალი ათონის მონასტრის ირგვლივ კონფლიქტი 201 წელს დაიწყო. მას შემდეგ რაც იქ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა მონასტრის წინამძღვრად ეფრემი გააგზავნა. ამ დანიშვნამ აფხაზეთის მორწმუნეებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია ვინაიდან ეს დანიშვნა არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ ე.წ. სასულიერო პირებთან.
ე.წ. აფხაზური ეკლესიის ე.წ. მრევლმა რუსეთის ეკლესიას ეფრემის უკან გაწვევა სთხოვეს, თუმცა ამ თხოვნაზე პასუხი ვერ მიიღეს.