19 ივნისს რესტორანში „ძველი ქალაქი" პროექტის - „ჩვენ გამოგVIVA" პრეზენტაცია ჩატარდა.
საქველმოქმედო პროექტი „გამარჯვებულ ქალთა კლუბის „ წევრებისთვის ხორციელდება და ის არტ-თერაპიის კურსების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ონკოლოგიური დაავადების მქონე ქალბატონები უკვე ერთი თვეა „ხელოვნების სახლში" თექის, კონსტრუირების და თიხის ხელოვნებას უფასოდ სწავლობენ. პროექტი დიზაინერ ანუკა არეშიძის და „ხელოვნების სახლის" ხელმძღვანელის - ანა ჩანგიანის ორგანიზებით ხორციელდება.
რესტორანში „ძველი ქალაქი" სოციალური რგოლების პრეზენტაციაც მოეწყო, სადაც პროექტის ორგანიზატორები და ცნობილი სახეები, საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
„ძველ ქალაქში" გამართულ ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, სახლემწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
პროექტს გენერალური სპონსორობა გაუწია კომპანიამ „ასკანელი ძმები". რესტორანი „ძველი ქალაქი" პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია და მიწვეული სტუმრებს ფურშეტით გაუმასპინძლდა.