,,მე მგონია, რომ ელჩებთან პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის სკანდალური კადრების ჩვენება უკვე აღარ იყო საჭირო", - აცხადებს ,,ფეისბუკის" გვერდზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი შსს გამართული შეხვედრის კომენტირებისას.
,,დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება სავსებით საკმარისი გახლდათ იმის ილუსტრირებისთვის, რომ სექსუალური ძალადობა სისტემატურად გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების რეპრესიულ აპარატის მიერ. აი, ჟურნალისტებისთვის კინოსეანსის მოწყობას რა აზრი ჰქონდა, მე პირადად აზრზე არა ვარ. დიპკორპუსთან შეხვედრის შემდეგ ძალადობის ფაქტების უარყოფას ყველაზე ორთოდოქსი მიშისტებიც ვერ შეძლებდნენ, ის კი არ უნდა ყოფილიყო რთული მისახვედრი, რომ ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების მოწვევა მხოლოდ კინკლაობას და ხმაურს გამოიწვევდა და მთელი აქცენტები (ბოდიში კვესიტაძის ალუზიისთვის) სულ სხვა საკითხებზე გადანაცვლდებოდა. ჰოდა, ვისმინოთ ახლა რაზბორკები თემაზე, შესაძლებელია თუ არა პიროვნების იდენტიფიცირება დაშტრიხული თავისა და დაუშტრიტავი გარშემოწერილობის მიხედვით.... ეჰ... ", -აცხადებს ზურაბიშვილია.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების ნაწილი გააცნო. შეხვედრა რამდენიმე ჟურნალისტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვა.