საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის თქმით, ვანში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი სცემეს. როგორც თევდორაძემ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, შემთხვევა დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა და მათი აქტივისტი ბესო მანჯგალაძე კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გამეტებით სცემეს.
აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და ვანის რაიონის პოლიციას საქმის დროულად გამოძიებას სთხოვს.