საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა.
შეხვედრა გიორგი პაპუაშვილთან საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი გიორგი პაპუაშვილს პირისპირ შეხვდა, შემდეგ კი გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან გაფართოებული შეხვედრა.
პრემიერ-მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსამართლეებმა პირადად მიაწოდეს., პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებს დაჰპირდა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას.