სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს. სამინისტროსთან ისინი შემდეგი შეძახილებით სკანდირებენ: "თავისუფლება" და "გაუმარჯოს დამოუკიდებელ უნივერსიტეტს".
ამ დროისთვის განათლების სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტები ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.