დიდი ხანია, დაგვიდგა დრო თვალთმაქცობის, ნგრევისა და სულის გამათხოვრებისა... მაგრამ ასე მწვავედ არ მიგრძვნია ის კატასტროფა, კრახი და მენტალური კრიზისი, აზროვნების გაყალბება რომ ჰქვია. განათლების რეფორმის ერთ ასპექტზე მოგახსენებთ. უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას საფრთხეში აგდებთო _ ამას გვეუბნებიან ისინი, ვინც 9 წელი მუხლჩაუხრელი ანგრევდა განათლებას, მეცნიერებასა და კულტურასაც. რომელ აკადემიურ თავისუფლებაზეა საუბარი ან თავისუფლების პრინციპები როგორ ესმით კონფორმისტებს, ლაქიებსა და მუდამ არაკომპეტენტურებს. ზოგიერთ ფაქტს გაგახსენებთ, იქნებ, გვიპასუხონ ახალმოდის დემოკრატებმა:
1. როგორ დაინიშნა თავის დროზე რუსუდან ლორთქიფანიძე თსუ-ის რექტორად ან როგორ გაათავისუფლეს ის?
2. როგორ დანიშნეს გია ხუბუა ან როგორ გაათავისუფლეს? როგორ შეცვალეს ნორმატიული აქტები და კანონები ისე, რომ რეჟიმის მსხვერპლად აქციეს სისტემის მეხოტბე, სალექციო საათებიც კი არ მისცეს!
3. რექტორთა უმრავლესობა პოლიტიკური ნიშნით რომ იყო დანიშნული და შერჩეული, ეს ვისთვისაა დღეს ახალი, თუ თავს ვიტყუებთ?!. ნუთუ გგონიათ დაგვავიწყდა, `დემოკრატიული პრინციპების~ დაცვით როგორ დანიშნეს ა. კვიტაშვილი: უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თხოვნით მიმართა ჯანმრთელობის მინისტრს, გაძღოლოდა საუნივერსიტეტო განათლებას. ლოგიკა როგორ მოგწონთ?! ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, რატომ უნდა გასჩენოდა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სურვილი, ეთხოვა ჯანდაცვის მინისტრისთვის, მოდი, გვიშველე, სასწავლო პროცესს შენს მეტი ვერავინ გაართმევს თავსო. ან ასეთი უსუსური და უპრინციპო აკადემიური საბჭო როგორ შეიძლება ვინმემ აპოლიტიკურად ჩათვალოს, ან როდის ეკითხებოდა სააკაშვილის თავნება ხელისუფლება აკადემიურ საბჭოებს რექტორის დანიშვნას?! ეს ყველაფერი ავტონომიურობის და დემოკრატიულობის დარტყმა არ იყო?
4. რატომ საუბრობდნენ თავის დროზე ილიას უნივერსიტეტის კულუარებში, რომ მოქმედმა რექტორმა მესამე ვადით გაიგრძელა თანამდებობა, რომ საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მიაღებინა?
5. იქნებ ვინმემ გვითხრას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის პროფესიონალიზმს და კომპეტენციას ჰქონდა რამე მნიშვნელობა?! მაშინ როგორ დანიშნეს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ფსიქოლოგი ბიზნესის ფაკულტეტის დეკანად, როგორ მართავს ბიზნესის ფაკულტეტს ორი ლინგვისტისგან, სპორტის სპეციალობისა და ფსიქოლოგებისგან დაკომპლექტებული საბჭო? რომელი ნიშნით აღარ მიიღეს უნივერსიტეტებში პროფესიონალი კადრები?
6. რას ვეძახით აკადემიურ თავისუფლებას, იმას, რომ დოქტორანტურის სტუდენტები თან სწავლობენ და თანაც ლექციებს კითხულობენ, მაშინ, როცა მთელი კოლონა სამეცნიერო ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერთა აკადემიური თანამდებობის გარეშეა და სალექციო მუშაობისთვის კარს არავინ უღებს. ვის აყრით თვალში ნაცარს? თუ ეს ყოველივე არაა დაკავშირებული დემოკრატიის პრინციპებთან, ხარისხინი განათლების მიღების უფლებასა და ავტონომიურობასთან?!
7. დაგავიწყდათ, რა არ აკეთეთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში თქვენი კაცი რომ მოგეყვანათ რექტორად?! ვინ გააუქმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და ხელახლა მოაწყო სამარცხვინო არჩევნები სამხატვრო აკადემიაში და რომელი ერთი შეიძლება ჩამოთვალოს კაცმა...
დაამთავრეთ დემაგოგია, ბინძური ხელები მოაშორეთ მეცნიერებასა და განათლებას, გახსოვდეთ, რომ ისტორია გამოგიტანთ განაჩენს, არ შეგრჩებათ ეროვნული ღირებულებების ნგრევისა და ერის გამოთაყვანების მცდელობები!
სამი უმთავრესი პრინციპი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს უმაღლესი განათლების პოლიტიკა, არის: აკადემიური თავისუფლება, მიუკერძოებლობა და ხარისხი. აქედან რომელ პრინციპს იცავდა ძველი ხელისუფლება, რომ ახლა სისტემის გადარჩენის იდეით არის შეპყრობილი?!
მძულს ფარისევლობა და ყველაფერი, რაც სიყალბესა და თვალთმაქცობას უკავშირდება. ხელისუფლება, რომელმაც 2006 წელს წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში გააუქმა მრავალი სამეცნიერო უჯრედი, მათ შორის, ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტების სამეცნიერო ლაბორატორიები და 1600-მდე მეცნიერ-თანამშრომელი ქუჩაში გაყარა, გააუქმა ილიას, აკაკის, ივანე ჯავახიშვილის, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას... კაბინეტები; სისტიკად დაარბია მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო არაერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, კერძოდ:
• მისთვის სპეციალურად აგებული შენობიდან გამოაძევა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;
• ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ქალაქის ლაბორატორიას წაართვა მისთვის აშენებული შენობა, ხოლო ობსერვატორიის უნიკალური კომპლექსი ყანობილის მთაზე, ფაქტობრივად, ტურისტულ ბაზად აქცია;
• გააუქმა დ. უზნაძის ფსიქოლოგიისა და ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტები...
ამის ჩამდენი და მოქმედი ადამიანები ახლა ფიქრობენ ცოდნასა და განათლებაზე? ახლა იცავენ უნივერსიტეტების ავტონომიურობას?
ამიტომ არ მჯერა მათი ფსევდო-მამულიშვილობისა და, სამწუხაროდ, ხშირად მახსენდება გრიგოლ აბაშიძის სულისშემძვრელი სიტყვები:
სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო,
მაკმარე, ნუ მისევ ავ სულებს,
ნუ ცდილობ, სამშობლო შემაძულო,
ვერ შემაძულებ!!!
დროზე უნდა ეშველოს საუნივესიტეტო განათლებას საქართველოში, რათა იქნებ გადავარჩინოთ ფუნდამენტური მეცნიერებები, რათა გარანტირებული მომავალი შევუქმნათ ჩვენს სახელმწიფოს. თაობა, რომელიც აკადემიურ განათლებას იღებს, ინფორმაციულ ცოდნას კი არა, სიღრმისეულსა და თანამედროვე სტანდარტების შესატყვის ცოდნის ბაზას უნდა იქმნიდეს. ჩვენ არ გვაქვს დრო უაზრო პიარისა და ტაშ-ფანდურისა. უშეღავათო მომთხოვნელობა და მაღალი სტანდარტების დანერგვა სწავლისა და სწავლების პროცესში მოგვცემს რეალურ შედეგს, ამას სჭირდება საქმის მცოდნე, მაღალი მეცნიერული ავტორიტეტის ხელმძღვანელობა და სწორი მენეჯმენტი.
დიდი გამოწვევების პირისპირ დგას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მან უნდა აჩვენოს, დაამოწმოს და დაამტკიცოს, რა და რატომ სჭირდება ქვეყანას!!!
უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ არ სჭირდება ნაციონალების მოთქმა-გოდება, რადგან ეს არის ერთადერთი საშუალება უნივერსიტეტების, როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრების, გადასარჩენად და არა იმ ტიპის უმაღლესი განათლების კერის განსავითარებლად, მათ რომ აქამდე მოიტანეს!

საბა მეტრეველი
ავტორი: . .