რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. როგორც ჟურნალისტებთან თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა იგი ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით 18 ივნისს დაიკრძალება.
,,რა თქმა უნდა, იგი დაიკრძალება დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით. დროშიც დაემთხვა, რომ 17 ივნისს არის ბატონ ოთარის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე და სამშაბათს, 18 ივნისს იგი მის გვერდით დაიკრძალება', _განაცხადა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ გიგა ლორთქიფანიძე გუშინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.