დღეს, 13 ივნისს, 15:00 საათზე, „თიბისი ბანკში" გაიმართება შეხვედრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან, იურგენ ბოსთან და ვიცე-პრეზიდენტ ტობიას ვოსთან.
თიბისი ბანკში სტუმრების ვიზიტის მიზანია, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ლიტერატურული კონკურსის „საბა" და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომლებსაც თიბისი ბანკი ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახორციელებს.
მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელები საქართველოში მესამე დღეა იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ. თიბისი ბანკში იურგენ ბოსს და ტობიას ვოსს ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან კულტურის სამინისტროს ხელძღვანელი პირები.
მასალის გამოყენების პირობები