აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელ ივნისს უფასო სამედიცინო მომსახურება 250 ბავშვს გაეწია სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო დაწესებულებში უფასო სამედიცინო კონსულტაცია და გამოკვლევა 250 ბავშვს ჩაუტარდა.
საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებმა მიიღეს.
უფასო სამედიცინო მოსახურება ჩატარდა:
1. სს „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო"-ში
2. შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა"-ში
3. შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში"
4. შპს „ბათუმის #1 პოლიკლინიკა"-ში
5. შპს „ბათუმის #4 პოლიკლინიკა"-ში
6. შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში"
7. შპს „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა"-ში
უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 0-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს. საქველმოქმედო აქცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ინიციატივით გაიმართა.