,არ ვიცი რამდენად ახდებ როზალუქსემბურგის, ან პეტრიაშვილის ოცნება მაგრამ ოქრიაშვილის, ფადი ასლის და ასეთი ბიზნესმენების ოცნება ნამდვილად ასრულდება",_განაცხადა ჟურნალისტებთან პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ახალი შრომის კოდექსის კომენტირებისას.
,,ცნობილია, რომ პროტესტის ნიშნად დღევანდელი ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას არ დავესწარით. მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ღია დიალოგი და საზოგადოების ჩართულობა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად დაიხურა და კულუარული ვაჭრობა წავიდა მთავრობის წევრებს, პარლამენტარებსა და ბიზნესმენებს შორის. Kკულუარულში ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება ეს იყო ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ მხარედ დასაქმებული წარმოდგენილი არ იყო", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა შრომის კოდექსის საბოლოო ვერსია დღეს მიიღეს.