რესპოდენტის შესახებ
- საუბარი მინდა დავიწყოთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებით, რომელიც ეხება თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლს. აღნიშნული ვიდეორგოლის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს არის კამპანია ნატოს წინააღმდეგ. ამავე დროს კეთდება განცხადებები, რომ „იწერება რაღაც სცენარი, იწერება ჩვენს გარეშე და იწერება არა ჩვენს სასიკეთოდ". როგორ შეაფასებდით ყოველივე ამას.
- სალომე ზურაბიშვილის ციტატების კომენტირებას არ ვაპირებ. რაც შეეხება თვითონ ამ ვიდეორგოლს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს აბსოლუტურად არ ჰგაქვს თალიბების ან რომელიმე ისლამისტური ორგანიზაციის გაკეთებულ ვიდეორგოლს. სულ სხვა სტილისტიკა აქვთ, სულ სხვა მუსიკა, იდება იქ, სულ სხვა ლოზუნგებია და სულ სხვა გამოსახულებითი რიგი. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს ან შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამოძახილია და ვიღაცა ჭკუამოკლემ ეს გააკეთა ამ მიზნებისთვის ან კიდევ, თქვენ მართალი ბრძანდებით, ეს არის იმისთვის, რომ 80 % ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა ნატოს მიმართ შეასუსტონ და ქვემოთ ჩამოწიონ.
ყველაზე კარგი ის არის, რომ დაიწყო გამოძიება. დამერწმუნეთ, რა „პროქსის სერვერითაც" არ უნდა მომხდარიყო ამის ატვირთვა, აუცილებლად დადგინდება რომელ ქვეყანაში, რომელი კომპიუტერიდან და ვისი გაკეთებულია ეს და სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ ამის გამოძებას ვიწყებთ და ბოლომდე მივიყვანთ. ის ადამიანი, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა და განახორციელა, მორალური თვალსაზრისით მაინც უნდა იყოს მკაცრად გაკიცხული.
- რამდენიმე ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, "ჯერ ვერ ვნახე ისეთი ქმედება, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ და მათ განზრახული აქვთ საქართველოს კურსი შეცვალონ". მაშინ "ცუდად ფორმულირებულ გზავნილებზეც" გაამახვილეთ ყურადღება... საკმაო დრო გავიდა შეფასების გასაკეთებლად... დღესაც ასე ფიქრობთ?
- აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, ჩვენ, რომ ამ მთავრობას ვუწოდოთ პრორუსული - ეს კომპლიმენტი იქნება. იმიტომ, რომ პრორუსულობა ნიშნავს, რომ ამ მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევი კურსი - არაფერი მსგავსი არ არის.
-რასთან გვაქვს საქმე?
-ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ხელისუფლებამ დაისახა ორი მიზანი. პირველი - არავითარ შემთხვევაში, არაფერში არ დაემსგავსო იმ კურსს, რომელიც შეიძლება ასოცირდეს წინა ხელისუფლებასთან და მეორე - ისტორია იწყება კოალიცია "ქართული ოცნების" კაბინეტებში შესვლით. აი, ესენი შევიდნენ კაბინეტებში და დაიწყო ისტორია თავიდან, ახალი ფურცლიდან. სხვათა შორის ეს "ახალი ფურცელი" ბევრჯერ იყო გაჟღერებული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
ყოველგვარი მოფიქრების, მოკავშირეებთან კონსულტაციების, ერთმანეთთან თათბირის, სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების დასახვის გარეშე ხალხი გადახტა უზარმაზარი კლდიდან წყალში და გაოცებული აღმოჩნდა, რომ ახლა იხრჩობა. გაოცებული აღმოჩნდნენ რუსეთის რეაქციით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გეგონება რაიმე სხვა მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდათ.
საქართველოში ერთი მოქალაქე არ არის, რომელსაც "თხა და გიგოს" შემდეგ წიგნი ჰქონდეს წაკითხული, რომელმაც არ იცოდა, რითი დამთავრდება ჩვენი ხელისუფლების მცდელობა რუსეთთან ე.წ. პრაგმატული დიალოგის წარმოებაზე. ეს არის, მაპატიეთ და პირდაპირ გეტყვით - უცოდინრობისა და არაპროფესიონალიზმის ბრალი. როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს სფერო არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას, განათლებასა და ნიჭს.
- საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ე.წ. დათბობის ფონზე, რუსეთმა ენგური უკვე გაამაგრა, გამაგრებულია აფხაზეთი. ამჟამად ანალოგიური ქმედებები ცხინვალის რეგიონში ხორციელდება. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე?
- ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ამ რიტორიკის შერბილებას, სპეცწარმომადგენლების დელეგირებას ისე, რომ შენ არც ერთ შენს მოკავშირესთან კონსულტაცია არ ჩაგიტარებია, საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულებას, საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ ჩვენ ტერორისტებს ვამზადებდით, საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ ჩვენ არ გვქონდა მოფიქრებული, კარგად გააზრებული კურსი ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებაში და, რომ ახლა, გვაჩვენებენ როგორი კურსი უნდა იყოს. ამან გამოიწვია ყველაფერი ის, რომ ჩვენი მოკავშირეების დედაქალაქებში გაჩნდა სრულიად საფუძვლიანი ეჭვი - ან ამ ნაბიჯების გამო შენ იცი იმისთანა რაღაც რაც ჩვენ არ ვიცით, ან შენ იცი იმისთანა რაღაც, რისი თქმაც ჩვენთვის არ გინდა. ორივე შემთხვევაში ჩვენმა მოკავშირეებმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს უკან და ჩვენ მათ პრიორიტეტების სიაში დამერწმუნეთ, საკმაოდ ქვემოთ ჩამოვიწიეთ.
- თქვენ ალბათ გაქვთ კავშირი თქვენს ევროპელ ყოფილ კოლეგებთან და როგორია მათი აზრი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსზე?
- კი, რაც შეეხება მათ აზრს, რომელიც შეეხება ჩვენს დღევანდელ სიტუაციას, როდესაც ჩვენ არავითარი საგარეო პოლიტიკური კურსი არა გვაქვს - არის ძალიან პესიმისტური.
კითხვის პირველ ნაწილს რომ დავუბრუნდე - რუსეთის ფედერაციამ, იგრძნო შესუსტება წნეხის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში. ირგძნო შესუსტება იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად, შავი სამუშაოთი, თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთს აიძულებდა ყოფილიყო თავდაცვის რეჟიმში. როგორც კი ეს რეჟიმი მოიშალა, რუსეთს საშუალება მიეცა ინიციატივა აეღო თავის ხელში და დაიწყო პრეტენზიებისა და მოთხოვნების გამოგორება. თუ გნებავთ, მერე დავილაპარაკოთ მოლდოვაზე, სადაც ახლახანს დამთავრდა სამთავრობო კრიზისი და სადაც სარკისებური ანარეკლი არის ჩვენი სიტუაციის. რუსეთს არაფერი ახალი არ მოუგონია და მინდა გითხრათ, რომ რუსულ დიპლომატიას, რომელსაც მე უზარმაზარ პატივს ვცემ, ნაწილობრივ მისი წარმომადგენელიც ვარ, დღეს საკმაოდ შეზღუდული მეთოდები აქვს, მაგრამ ეფექტური. ამიტომ კითხვაზე პასუხი - რა ხდება დღეს - დღეს ხდება ის, რომ რუსეთი გალაღდა, იგრძნო რომ ის სამართლებრივი და პოლიტიკური წნეხი უკვე აღარ არის - შეიძლება არ უნდათ და შეიძლება არ შეუძლიათ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ არც შეუძლიათ და არც უნდათ. და მეორე, ყველაზე მთავარი - ეს არის სიგნალი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ღვინო, ბორჯომი, რიტორიკის შერბილება, დათმობები, ევროპის საბჭოში უარის თქმა იმაზე, რომ პუტინის გვარი ახსენო, მკაფიოდ დაარქვა რუსეთს ოკუპანტი - ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.
რუსეთს სჭირდება სრული დომინირება საქართველოში, რადგანაც საქართველო არის გასაღები სამხრეთ კავკასიაზე და შემდეგ კიდევ იქით - ცენტრალურ აზიაზე. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი ლაპარაკი უპირველეს ყოვლისა ნატოზე, ნაწილობრივ ევროპის კავშირზე, შეწყვიტოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მოწვევა საქართველოში და ხაზის გასმა იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები პოლიტიკისა, არ შეცვლილა. აი, ეს არის სიგნალი.
რუსეთი ეუბნება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას - რასაც შენ აკეთებ საკმარისი არ არის, შენ მშვენივრად იცი რა უნდა გააკეთო და გახსოვდეს, თუ ამას არ გააკეთებ, დაკარგავ კიდევ უფრო მეტს.
- თუ ყოფილა თქვენს დროს ზეწოლის მცდელობა რუსეთისგან და თუ შესაძლებელია, რომ დღეს იგივე რუსეთმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება აღიაროს მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიები?
- თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი ამოცანა მაშინ, რომელიც დავისახეთ და ეფექტურად განვახორციელეთ და სიამაყით ვამბობ, რომ ჩემი გუნდის წევრები ყოველდღე ტელეეკრანზე არიან, ჩემი მოადგილეეები და თქვენ იცით, ვისთან გქონდათ მაშინ საქმე, თუმცა მაგალითად, ბატონი ნიკა ვაშაკიძე, ასე გაპიარებული ტელეპერსონაჟი არ იყო.
ჩვენი მთავარი ამოცანა მაშინ მდგომარეობდა შემდეგში - არ