ხვალ 12 ივნისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 10 საათიდან შეიკრიბება და შრომის კოდექსში პრობლემურ მუხლებზე კიდებ ერთხელ იმსჯელებს. იუსტიცის მინისტრის მოადგილის სანდრო ბარამიძისა და დეპუტატების ერთი ნაწილის პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა დასრულდა. დეპტატების თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტი მუშაობას დღეს დაასრულებს და მუშაობას ხვალ დილიდან შეუდგება,
„მივიღეთ გდაწყევტილება, რომ კომიტეტი ხვალ დილის 10 შეიკრიბება და მსჯელობას განაგრძობს", - განაცხადა ხუნდაძემ.