პარლამენტის შენობასთან საქართველოს სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირები საპროტესტო აქციას მართავენ. პროფკავშირების წარმომადგენლები დეპუტატებისგან მოითხოვენ შრომის კოდექსი დარჩეს ისეთი როგორიც იყო პირველი მოსმენით. პროფკავშირების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღავნელის ირაკლი იობიძის თქით, მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებში სამუშაო საათები რვა საათიდან ცხრა საათნახევრამდე გაიზარდა და დამქირავებელს დაქირავებულის კვლავ ზეპირი კონტრაქტებით შეუძლია გააფორმოს.
„ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა ახლანდელი შრომით კოდექსით 48 საათამდე გაიზარდა. დამქირავებელის შეუძლია დაქირავებული 5 დღით ადრე გაფრთხილების შემდეგ სამსახურიდან გაუშვას. რაში მათ ზეპირი კონტრაქტები დაეხმარება, რომლის გაფორმების უფლებასაც მოქმედი კანონმდებლობა მისცემს. სწორედ ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ საქართველოს პროფკავშირები და იმედია დეპუტატები აღნიშნულ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ", _ განაცხადა ირაკლი იობიძემ.