დღეს, 11 ივნისს, 13:00 საათზე სასტუმრო რედისონში გაიმართება რუსეთის წამყვანი მედია საშუალებების (ИНТЕРФАКС Туризм, Эхо Москвы, газета Московский комсомолец, Российская газета, RATA-news, РИА Новости) ჟურნალისტების შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან.