საქართველოს ტექნიკური ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი, ეკონომიკური განვითარების და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებენ პირველ საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციას - IEC 2013 - "ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ". კონფერენცია 16-19 ოქტომბერს ჩატარდება.
კონფერენციის თემატიკა: მრეწველობის განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია და ა.შ.); აგრარული სექტორი - სტრატეგიული კონკურენტუნარიანობის ამაღლება; სოციალური სექტორის თანამედროვე პრობლემები (ჯანდაცვა, განათლება _ ბოლონიის პროცესი, დაზღვევა და ა.შ. ); ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი ასპექტები; ტურიზმი _ ეკონომიკის უმთავრესი სექტორი; უძრავი ქონების ეკონომიკა; მენეჯმენტი. ბიზნესპროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); მარკეტინგი და საბაზრო ურთიერთობის ცვლილების ახალი პარადიგმა; საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური სისტემები; ინვესტიცია და ინოვაციების კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ტექნოპარკი და მათი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის; სამართალი და პოლიტიკა; საზოგადოების განვითარების ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური საფუძველი.
კონფერენციის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მომზადებული სამეცნიერო სტატიების კრებული. საუკეთესო მოხსენებები გამოიცემა სამეცნიერო-კვლევით ჟურნალში "ბიზნეს-ინჟინერინგი" (http://www.Business-Engineering.bpenji.com).
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, რუსული, ინგლისური. სტატიების მიღების ბოლო ვადაა
2013 წლის 15 სექტემბერი.