8 ივნისს, 15:00 საათზე ვერეს ბაღში ''პალიტრა მედიის'' ინიციატივით დაგეგმილ აქცია-გამოფენას „დავიცვათ გარემო" ვისოლ ჯგუფიც უერთდება. აქცია ბაღის დასუფთავებას, გამოფენას, შემეცნებითი ინფორმაციით დაბეჭდილი ქაღალდის პარკების გავრცელებას და გარემოსდაცით საინფორმაციო კამპანიას მოიცავს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთ თვიანი კამპანიის - „მწვანე თვეს" ფარგლებში იმართება.
„გარემოზე ზრუნვა ვისოლ ჯგუფის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. სიამოვნებით ვუერთდებით ''პალიტრა მედიის'' მიერ დაგეგმილ აქციას და მონაწილეობას მივიღებთ საზოგადოებაში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობადობს ამაღლებაში. ამაში ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანია „სმარტის" კორპორაციული გმირიც დაგვეხმარება და ხალისიან გარემოს შექმნის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად" - აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში".
ვისოლ ჯგუფისა და მისი შვილობილი კომპანია „სმარტის" გარდა აქციის მხარდამჭერები არიან: ''კოლორ პაკი'', წყალი ''სნო'', ''სუფთა საქართველო'' და ''მწვანე სკოლა''.
მასალის გამოყენების პირობები