,,ასეთი ტკივილის მომენტში, ჩვენ დამნაშავეებს არ ვეძებთ", -განაცხადა ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შესაძლო გამომწვევი მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოში გამოთქმული პოზიციების კომენტირებისას.
,,ასეთი ტკივილის მომენტში, ჩვენ დამნაშავეებს არ ვეძებთ, ჩვენ გვტკივა, ჩვენ ვდარდობთ და ჩვენ ვგლოვობთ და დამნაშავე ვინ არის და როგორ არის, ასეთი სპონტანური განცხადების გაკეთება, ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში მომხდარ ტრაგედიას ექსპერტების ნაწილი სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტიგენტის გაზრდას, ნაწილი კი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს უკავშირებს.