საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურში აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ასევე, უსამძიმრებენ დაღუპულთა თანამებრძოლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. ეს დიდი დანაკლისია საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის.