7 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" შორის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა ღონისძიების (კონფერენციების, დისკუსიებისა და სემინარების) ორგანიზებასა და სხვა საკითხებში.