თბილისის მერი გიგი უგულავა ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ ტრაგედიას უდიდეს განსაცდელად აფასებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტრაგედია უდიდესი განსაცდელია თითოეული ქართველისთვის. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ვაჟკაცების ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია გიგი უგულავას სამძიმრის წერილში.