ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.
ვუერთებით სრულიად საქართველოს მოსახლეობის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კაპრალ თეიმურაზ თამაზის ძე ორთავაძის, კაპრალ გიორგი ნუგზრის ძე ადამოვის, რიგითი ზურაბ გიორგის ძე გურგენაშვილის, რიგითი გიორგი ვეფხვიას ძე ნარიდოშვილის, რიგითი ბორისი ტარიელის ძე ცუგოშვილის, რიგითი ზვიად სულხანის ძე სულხანიშვილის, რიგითი გიორგი ვაჟას ძე ღუჭაშვილის ოჯახებს.
მათთან ერთად ვიხსენებთ, ავღანეთში დაღუპულ ყველა ქართველ გმირს.