6 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები". ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი პაატა კერვალიშვილი. კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან.
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური. კონფერენციაზე მუშაობის ფორმები - მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა; სასტენდო მოხსენებები. http://gtu.ge/sciensStu/allConference.php?nid=3582&