ქუთაისს ახალი მერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქუთაისის საკრებულოს 24 წევრიდან 20-მა მხარი დიმიტრი კოპალიანს დაუჭირა. კოპალიანის თქმით მისი მთავარი პრიორიტეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და უცხოეთიდან ფინანსების მოზიდვა იქნება.
კოპალიანის არჩევას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ოთხმა დეპუტატმა, მათი თქმით დიმიტრი კოპალიანი, არის ქართული ოცნების მიერ მართვადი კანდიდატი და მას რეალური ბერკეტი ქალაქის მართაში არ ექნება.