სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნება - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ გააკეთა.
მალაშხიას თქმით, სოჭის ოლომპიადაში საქართველოს მონაწილეობა წარმოუდგენელია.
"სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ამიტომაც შეიქმნება მძლავრი საზოგადოებრივიო მოძრაობა რომელიც ამის წინააღმდეგ გამოვა და თქვენ ყველას შეგეძლებათ მისი წევრობა. ეს და ოკუპაციის შესახებ კანონში არსებული ცვლილებები არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც პროტესტი პარლამენტიდან გადავა საქართველოს ქუჩებში", - აცხადებს მალაშხია.