,,მოსწავლის დაჭრასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო", _განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა 161-ე საჯარო სკოლაში მოსწავლის დაჭრის კომენტირებისას რომელიც ამავე სკოლაში თავადვე იმყოფებოდა.
"მოხდა შემაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ მყისიერად მივეცით რეაქცია ამაზე. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარი არის როგორც სკოლის მხრიდან, ასევე მანდატურების მხრიდან. ჩვენ ვაწარმოებთ მოკვლევას და უახლოეს მომავალში მოვახსენებთ საზოგადოებას. ბავშვების თემას იკვლევს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 161-ე საჯარო სკოლაში ინციდენტი დღეს მოხდა და შედეგად მე-10 კლასის მოსწავლე ფეხში დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები