5 ივნისს, 12:00 საათზე შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას, ნატოს კვირეულის ფარგლებში,
საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, ნატოს წევრი
ქვეყნების სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი
და ,,ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სტუდენტები ეწვევიან.
სტუმრებს, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი, ს/პ პოლკოვნიკი
კობა ბოჭორიშვილი მიიღებს და უწყების ფუნქციებსა და ამოცანებს, ასევე
უწყებაში გატარებულ რეფორმებს გააცნობს.
მისასალმებელ სიტყვას სასაზღვრო პოლიციის დირექტორი ს/პ პოლკოვნიკი
კობა ბოჭორიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი წარმოსთქვამს.
ამავე დღეს გიმართება პრეზენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო
ატაშეებისათვის სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის მართვის
სფეროებში განხორციელებული ასევე მიმდინარე რეფორმების შესახებ.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი, ს/პ პოლკოვნიკი მანანა ხვედელიძე
წაიკითხავს ლექციას თემაზე: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები - XX საუკუნე.
შეხვედრის ბოლოს დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეების
მიერ სტუდენტების ზღვაში გაყვანა და სააბორდაჟო პროცედურების
დემონსტრირება. სტუდენტ-ნოვატორებს სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ
მასალის გამოყენების პირობები