საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ წყალდიდობის გამო, ჩეხეთის რესპუბლიკის უმეტეს ნაწილში საგანგებო ვითარებაა შექმნილი - შეფერხებით მუშაობს კომუნიკაციის სისტემა და შეზღუდულია მიმოსვლა როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის რეგიონებში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ჩეხეთის რესპუბლიკაში:
+420777999168 - ალექსანდრე ჭელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
+420777222053 - თეიმურაზ ფურცელაძე, საქართველოს კონსული;