გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურის უტარდებათ.
აფეთქების შედეგად დაშავებულ 2, 3 წლის ბავშვებს და 15 წლის მოზარდს სამედიცინო დახმარება იაშვილის სახელობის კლინიკაში უტარდებათ.
მედპერსონალის ინფორმაციით, მათ ძირითადად თავის ტრამვა და ღია ჭრილობები აღენიშნებთ.
რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშვებულ 68 წლის ქალს, იგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული, ხოლო 70 წლის დაშავებული კი - დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მას სხეულის სხეულის 30 პროცენტი აქვს დაზიანებული.