"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა პრემიერ მინისტრთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, ასევ პრეზიდენტთან. ჩვენ ვართ საქართველოსა და ქართველო ხალხის მეგობრები", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა განაცხადა.
ელჩი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაგრძელდება იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში.
"ჩვენ გვაქვს ბევრი სამუშაო და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში, პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება, ისევე, როგორც გაგრძელდება ეკნომიკური და კულტურული დიალოგი. ადამიანებს შორის ურთიერთობა კი უფრო დადებით და დადებით ხასიათს მიიღებს. ორ ქვეყანას შორის არ შეიცვლება პოლიტიკური ურთიერთობა და ზოგადად არ შეიცვლება ურთიერთობა და ეს არის ორმხრივი თანხმობით მიღწეული", - განაცხადა ელჩმა.