ბიძინა ივანიშვილის განცხადებით სახელმწიფომ ეკლესიასთან ერთად უნდა განიხილოს თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს დაფინანსება. „ეკლესიას აქვს დიდი როლი მაგრამ არც აქ არ უნდა გადავაჭარბოთ", - აცხადებს პრემიერი. მისივე თქმით მეუფეებისათვის მანქანების დარიგება სწორი არ იყო.
„ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ეკლესიას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, დაფინანსების პრინციპი უნდა შეიცვალოს, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის შიდა საქმეებში... პირდაპირ მოვითხოვ კულტურის მინისტრისგა , რომ დავიწყოთ მაგის ანალიზი , ის რომ მეუფეებს მანქანებს უნიშნავდნენ და კონკრეტულ თემებში ერეოდა სახელმწიფო სწორი არ არის. ჩვენ უნდა ვნახოთ დაფინანსების ისეთი ფორმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს სახელმწიფო ჩინოვნიკი ეკლესიის საკითხებში",-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში.